Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აჯილდოებს ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სახელმწიფოს მაღალი ჯილდო გადასცა ანდრეი ლუგოვოის - პარლამენტარს, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია რუსეთის ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ლონდონში მოკვლის ეჭვის საფუძველზე ეძებს. პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც 9 მარტს გამოქვეყნდა ოფიციალურ ვებსაიტზე, ამბობს, რომ ლუგოვოის მიენიჭა მეორე ხარისხის ჯილდო „სამშობლოსთვის გაწეული სამსახურის“ გამო, კერძოდ კი „რუსეთის საპარლამენტოს სისტემის და აქტიური საკანონმდებლო ქმედებების განვითარებაში“ შეტანილი წვლილისთვის. ბრიტანეთის კონტრტერორიზმის განყოფილების ოფიცერმა, კრეიგ მასკალმა იანვარში განაცხადა, რომ გრძელდება გამოძიება ლიტვინენკოს 2006 წელს რადიოაქტიური იზოტოპით მოკვლის გარეშემო და გამოძიება ლუგოვოის და რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, დმიტრი კოვტუნს კვლავ ეძებს ამ საქმის ფარგლებში. რუსეთმა უარი თქვა ორი ეჭვმიტანილის ექსტრადიციაზე, კრემლი თავიდანვე აცხადებდა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ლიტვინენკოს სიკვდილთან.

XS
SM
MD
LG