Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ ჯერსიში გაიმართება ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდი


დღეს ნიუ ჯერსიში გაიმართება ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებული სამგლოვიარო ცერემონია ადგილობრივი დროით 15 საათზე დაიწყება. „სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის", - ნათქვამია გენერალური საკონსულოს განცხადებაში. აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის ქართველი მსმენელები ნიუ ჯერსიში, გასულ შაბათს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG