Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს, 12 საათიდან დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველი საკითხი ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებებია. გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა მიმართეს.

XS
SM
MD
LG