Accessibility links

თეთრი სახლმა გააკრიტიკა რესპუბლიკელ სენატორთა წერილი ირანთან შეთანხმების შესახებ


რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფი, სულ 47 კანონმდებელი, გაფრთხილებით გამოდის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და ირანს შორის ბირთულ სფეროში შეთანხმება ვერ იარსებებს დიდხანს, თუ ის კონგრესმა არ დაამტკიცა. თეთრმა სახლმა, ისევე როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გააკრიტიკეს წერილი, სენატორების უჩვეულო ნაბიჯი, რომელმაც, როგორც აშშ-ის ოფიციალურ პირებმა განაცხადეს, ძირს უთხრის მსოფლიოს ექვსი ქვეყნის და ირანის მოლაპარაკებას ბირთვულ სფეროში. ირანის ლიდერებისთვის მიწერილ ღია წერილში, სენატორი ტომ კოტონი და 46 სხვა რესპუბლიკელი, აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება, მხოლოდ ბარაკ ობამასა და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შორის შეთანხმება იქნება, თუ კონგრესმა არ დაამტკიცა. წერილს ხელი არ მოაწერა არც ერთმა დემოკრატმა კანონმდებელმა. დემოკრატმა სენატორმა, მეორე პირმა სენატში, რიჩარდ დურბინმა, წერილს, ფაქიზი საერთაშორისო მოლაპარაკებისთვისთვის ძირის გამოთხრის "ცინიკური მცდელობა" უწოდა.

XS
SM
MD
LG