Accessibility links

logo-print

ისლამური სახელმწიფოს ჯარმა ქირქუქის არეალიდან უკან დაიხია


ერაყის უშიშროების ძალებმა შიიტთა რაზმებთან ერთად შეტევა გააგრძელეს თიქრითის მახლობელი ქალაქის, ალ-ალამის ხელში ჩასაგდებად და მოახერხეს ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება. ქურთთა ძალებმა უკან დაახევინეს ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანების ჯარს, ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქიდან. რეგიონის უშიშროების საბჭოს თანახმად, ქურთთა ფეშმერგის მებრძოლებმა დაიბრუნეს დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრის არეალი და მტრის 100-მდე მებრძოლი მოკლეს. ცნობით, ფეშმერგელებმა კონტროლი დაამყარეს ქირქუქის და ისლამურ სახელმწიფოს ხელში მყოფი უდიდესი დასახლებული პუნქტის, მოსულის შემაკავშირებელ გზაზე. სააგენტო „დე-პე-ას“ მოჰყავს თვითმხილველთა ნათქვამი, რომ ისლამურმა სახელმწიფომ სიკვდილით დასაჯა თავისისი 30 ჯარისკაცი, რომლებმაც ერაყის ჯარის შემოტევისას გაქცევა დააპირეს.

XS
SM
MD
LG