Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ზავის განხორცილებას ოპტიმისტურად აფასებს


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ოპტიმისტურად აფასებს თავისი ქვეყნის აღმოსავლეთში სამი კვირის წინ დადებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პოროშენკომ უკრაინის ტელევიზიას უთხრა 9 მარტს, რომ უკრაინის არმიამ „თავისი რაკეტების და მძიმე საარტილერიო სისტემების ლომის წილი გაიტანა. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, „არსებითი ნაწილი მძიმე შეიარაღებისა“, გაიტანეს მეამბოხეებმაც. 12 თებერვალს შეთანხმებული ზავი გულისხმობდა დიდი საბუფერო ზონის შექმნას დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ზავით, თქვა პოროშენკომ, მოხერხდა აგრესორის იერიშის შეჩერება. მანვე განაცადა, რომ 64 უკრაინელი სამხედრო დაიხოცა ზავის ამოქმედების შემდეგ.

XS
SM
MD
LG