ბექა ჯავახაძე უსახლკაროთა პრობლემებზე
10 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ბექა ჯავახაძე, სახალხო დამცველის აპარატის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების სპეციალისტი. მან ილაპარაკა სპეციალურ ანგარიშზე - „უფლება სათანადო საცხოვრისზე“. სახალხო დამცველი ხელისუფლებას ურჩევს უსახლკარო პირის დეფინიციის კორექტირებასა და სრულყოფას, უსახლკარო პირების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სახსრების დაანგარიშებასა და მობილიზაციას, თავშესაფრების ბენეფიციარებისთვის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე მუშაობას.