Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს იუნკერის განცხადების განმარტება სურს


ევროპის კომისიის თავმჯდომარეს, ჟან-კლოდ იუნკერს რუსეთმა განმარტება მოთხოვა მისი წინადადების თაობაზე, შეიქმნას ევროპის კავშირის არმია. გვსურს გავიგოთ, რას ნიშნავს ეს წინადადება, რადგან ევროპელმა პოლოტიკოსებმა მსგავსი გასული 30 წლის მანძილზე სხვადასხვა დონეზე უკვე განაცხადეს, თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსეი მეშკოვმა 10 მარტს. იუნკერმა რვა მარტს უთხრა პრესას, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი არმია, რათა შეძლოს უპასუხოს უშიშროების სფეროში საფრხეს, რომელიც ექმნება ევროკავშირის წევრებს და მის მეზობლებსო; იუნკერმა გერმანიის ველტ ამ ზონტაგს უთხრა, რომ ევროპის საერთო არმია რუსეთს ცხად მესიჯს გაუგზავნის, რომ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენი ფასეულობების დაცვასო. იუნკერის აზრით, ასეთი არმია უფრო იაფი დაჯდება და ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის შექმნას შეუწყობს ხელს. იუნკერმა თქვა, რომ ეს არმია ნატოს კონკურენტი არ იქნება. ადრე, მსგავსი იდეა, ევროკავშირის არმიის შექმნისა, უარყოფილი იქნა.

XS
SM
MD
LG