Accessibility links

logo-print

აშშ: რუსეთის ტანკებმა კვლავ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი


აშშ-ის განცხადებით, რუსეთმა მეტი იარაღი გადასცა სეპარატისტებს უკრაინაში მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს უთხრა, რომ ვადასტურებთ, რუსეთის ტანკების, შეიარაღებული მანქანების, მძიმე არტილერიის, ასევე სარაკეტო დანადგარების აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის გადაცემის ახალი ფაქტიო. მოსკოვი მუდამ უარყოფდა, რომ უკრაინაში მეამბოხეებს იარაღს აწვდის და ჯარით ეხმარება. ნულანდმა თქვა, რომ ვაშინგტონითავის ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს იწყებს რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესების მიზნით, თუ მოსკოვი ვერ შეძლებს შეასრულოს ზავის პირობები ან დაიკავებს მეტ ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG