Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უმასპინძლებს მოლაპარაკებას ირანის შესახებ


ევროკავშირი 16 მარტს ბრიუსელში უმასპინძლებს მოლაპარაკებას ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი. ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი შვეიცარიაში შეხვდება თავის ირანელ კოლეგას, მოჰამად ჯავად ზარიფს.ეს შეხვედრები ნაწილია საერთაშორისო მცდელობისა, რომელიც მიზნად ისახავს ირანი დაარწმუნოს შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანს და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შეთანხმების ჩარჩოს მისაღწევ ვადად მარტის ბოლო აქვთ დანიშნული, საბოლოო შეთანხმება კი 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს. ირანის ლიდერების მიმართ 9 მარტს გაგზავნილ ღია წერილში აშშ-ის 47 რესპუბლიკელი სენატორი გამოდის გაფრთხილებით, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და ირანს შორის მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას კონგრესი არ დაამტკიცებს. მედია ავრცელებს ზარიფის სიტყვებს, ეს წერილი მოწმობს, რომ აშშ არ არის სანდოო. ასეთ ფონზე, გაეროს ბირთვული უწყება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ირანს დაახლოებით ექვსი თვით დააგვიანდა დაპირებული ინფორმაციის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG