Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში 10 მარტს მომხდარი აფეთქებების შედეგად. ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა აფეთქება ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გასთან მდებარე ბლოკსაგუშაგოზე. დაიღუპა 8 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ავღანეთის არმია ცდილობს თალიბებისგან გაწმინდოს ჰელმანდის პროვინციის დიდი ნაწილი. ამის საპასუხოდ ბოლო დღეებში თალიბებმა ჰელმანდის პროვინციაში აფეთქებების სერია მოაწყეს. ბაღლანის პროვინციაში ბომბის აფეთქების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 16 დაიჭრა.პროვინციის დედაქალაქ პული ხუმრიში მომხდარი აფეთქების სამიზნე იყო პოლიციის მანქანა. შედეგად არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG