Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუდმილა ალექსეევა - "პრინციპულად მნიშვნელოვანია შემკვეთის გამოვლენა"


მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელ ლუდმილა ალექსეევას ეჭვი ეპარება, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემკვეთებს იპოვნიან. ალექსეევა თვლის, რომ ისინი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაახლოებული პირები. სამშაბათს „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უხუცესმა უფლებადამცველმა უკუაგდო მკვლელობაში „ისლამური“ ან „ჩეჩნური“ კვალის არსებობის ვერსიები. „პრინციპულად მნიშვნელოვანია შემკვეთის გამოვლენა. რამდენი ჩეჩენიც უნდა დააკაონ, მე დაველოდები შემკვეთის დასახელებას, თუმცა, მეეჭვება რომ ამას მოვესწრო. ისევე, როგორც პოლიტკოვსკაიას, აგრეთვე სტაროვოიტოვას შემთხვევაში - მკვლელობის შემკვეთებს არ დაასახელებენ“, - განაცხადა ლუდმილა ალექსეევამ.

XS
SM
MD
LG