Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნურსულთან ნაზარბაევი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა


ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დათანხმდა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც 26 აპრილისთვის არის დანიშნული. ყაზახეთის 74 წლის ლიდერმა, რომელიც ქვეყანას 1989 წლიდან მართავს, აღნიშნული განცხადება მმართველი პარტია ნურ ოტანის ყრილობაზე გააკეთა. „იქნებ მოვიდა დრო დეკორაციების შეცვლისა?“, - იკითხა ნაზარბაევმა 6 მარტს, რამაც გაუგებარი გახადა, აპირებს თუ არა იგი ქვეყნის მართვას მომდევნო ხუთწლიან პერიოდში. ყაზახეთში აკრძალულია ოპოზიციური პარტიების საქმიანობა და ქვეყანაში არასოდეს ჩატარებულა, დასავლური სტანდარტებით, არც თავისუფალი და არც ნახევრად თავისუფალი არჩევნები.

XS
SM
MD
LG