Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლენა ზერკალი: საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთს საერთო მიზნები და გამოწვევები აქვთ


საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთს საერთო მიზნები და გამოწვევები აქვთ - ამის შესახებ დღეს თბილისში განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლენა ზერკალმა. მისი შეფასებით, რიგის სამიტის წინ საქართველოს ინიციატივით დაწყებული დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ოლენა ზერკალის თქმით, საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ ევროკავშირს უნდა აჩვენონ, რომ ერთად არიან და აქვთ საერთო მიზანი, რომლის მისაღწევად მეთოდურად მოქმედებენ. „ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, ჩვენი პოზიცია რაც შეიძლება ხმამაღლა გავაჟღეროთ, მისი რეალიზაციისთვის ვიბრძოლოთ, ევროკავშირს ჩვენი იდეები გავუზიაროთ და მათი მხარდაჭერა მოვთხოვოთ“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ოლენა ზერკალის თქმით, რიგის სამიტზე საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ მკაფიოდ უნდა გამოკვეთონ პრიორიტეტები, რომლებიც არა მხოლოდ აღმოსავლეთის პარტნიორობის, არამედ ევროკავშირში გაერთიანების კუთხით აქვთ.

XS
SM
MD
LG