Accessibility links

logo-print

რუსეთი ჩვეულებრივი შეიარღებული ძალების შეთანხმებიდან გავიდა


რუსეთმა 11 მარტს ოფიციალურად შეაჩერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობა. როგორც ვენის მოლაპარაკებებში მონაწილე რესეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ მაზუროვმა განაცხადა, მოსკოვის აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ნატოს ქვეყნები „ალიანსის გაფართოებით“ გამუდმებით არღვევდნენ შეთანხმებას და იმავდროულად ხელს უშლიდნენ ხელშეკრულების ადაპტაციას, რასაც გამუდმებით ითხოვდა რუსეთი. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებით ნატო იმედგაცრუებულია, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG