Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელი არ დაესწრება 9 მაისისთვის მოსკოვში დანიშნულ „გამარჯვების აღლუმს“


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ დაესწრება 9 მაისისთვის მოსკოვში დანიშნულ „გამარჯვების აღლუმს“, მაგრამ მეორე დღეს ეწვევა რუსეთის დედაქალაქს. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის ცნობით, მერკელმა უარით უპასუხა რუსეთის მიწვევას, დასწრებოდა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს. მაგრამ, ამავე წყაროს განცხადებით, მერკელი აპირებს, 10 მაისს ჩავიდეს მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, გვირგვინით შეამკოს უცნობი ჯარისკაცის საფლავი. როგორც პრესმდივანმა დასძინა, პუტინმა ასეთ პროგრამაზე თანხმობა განაცხადა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას რუსეთი 9 მაისს აღნიშნავს, ხოლო მაშინდელი საბჭოთა კავშირის დასავლელი მოკავშირეები - 8 მაისს. როგორც ვარაუდობენ, დასავლელ ლიდერთაგან „გამარჯვების აღლუმში“ ცოტა ვინმე თუ მიიღებს მონაწილეობას - უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის შექმნილი დაძაბულობის გამო. თებერვალში მოსკოვმა დაადასტურა, რომ საპატიო სტუმრებს შორის იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.​

XS
SM
MD
LG