Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს გუბერნატორი: ანაკლიაში წელს ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება. როგორც ლევან შონიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ რამოდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „იმედი მაქვს, სადღაც ივნის-ივლისის თვეში ერთ-ერთ ფესტივალს ჩავატარებთ", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, თუმცა დამატებითი დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა.

XS
SM
MD
LG