Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უფლებადამცველს არ უშვებენ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებთან


რუსეთში გამომძიებლებმა დაკითხეს უფლებადამცველი აქტივისტი, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სავარაუდოდ აწამეს. აქტივისტი ანდრეი ბაბუშკინი აცხადებს, რომ ფედერალურმა გამომძიებლებმა ის 12 მარტს დაკითხეს „როგორც ბორის ნემცოვის მკვლელობის მოწმე“. როგორც ბაბუშკინი ამბობს, საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ ახლა უკვე აღარ შეუძლია ეჭვმიტანილების მონახულება, რადგან თავად მას მოწმის სტატუსი მიენიჭა. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ზაურ დადაევი და კიდევ ორი ეჭვმიტანილი ბაბუშკინმა 11 მარტს მოინახულა. როგორც უფლებადამცველმა ამის შემდეგ განაცხადა, არსებობდა მიზეზი ვარაუდისთვის, რომ დადაევმა ჩვენება წამების შედეგად მისცა. დადაევი უწინ პოლიციელად მუშაობდა ჩეჩნეთში. ეს ერთ-ერთია ხუთი ეჭვმიტანილიდან, რომლებიც დაკავებული არიან პუტინის მწვავე კრიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე. ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს, კრემლთან ახლოს. გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცს“, რომლის ჟურნალისტმაც მოინახულა სამი ეჭვმიტანილი, დადაევთან ერთად, მოაქვს დადაევის სიტყვები - თითქოს მან დანაშაული იმის გამო აღიარა, რომ დაპირდნენ სხვა დაკავებულების გათავისუფლებას.

XS
SM
MD
LG