Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კიევს მეტ არალეტალურ იარაღს მიაწვდის, შავ სიაში კიდევ შეჰყავს სეპარატისტები


აშშ-მა გამოაცხადა, რომ კიევს დახმარების სახით მიაწვდის 75 მილიონი დოლარის ღირებულების არალეტალურ იარაღს. ამასთან, აშშ-მა 11 მარტს შავ სიაში კიდევ შეიყვანა პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები და სხვა პირები, ერთ რუსულ ბანკთან ერთად. დახმარების პაკეტი მოიცავს რადიოებს, უპილოტო საჰაერო მანქანებს, რაკეტების საწინააღმდეგო რადარებს, ღამის მხედველობის მოწყობილობას, პირველი სამედიცინო დახმარების ნაკრებებს. ამასთან, დახმარება მოიცავს 200-მდე შეუიარაღებელ და 30 დაჯავშნულ „ჰამვის“. ახალი დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ტელეფონით შეატყობინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

XS
SM
MD
LG