Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერის თანამდებობებზე წარადგინა დიმიტრი ქუმსიშვილი და ირაკლი ლექვინაძე


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერის თანამდებობებზე წარადგინა დიმიტრი ქუმსიშვილი და ირაკლი ლექვინაძე, რომლებიც ამ პოსტებზე შეცვლიან ალექსანდრე მარგიშვილს და ალუდა გოგლიჩიძეს. დიმიტრი ქუმსიშვილი დღემდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ირაკლი ლექვინაძე კი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში. თბილისის ვიცე-მერობიდან დათხოვნილი ალექსანდრე მარგიშვილი მეწარმეობის განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს, ალუდა გოგლიჩიძე კი მერიის ახალგაზრდულ ცენტრს. დღესვე დავით ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა პაატა ჯაჭვლიანი, რომელსაც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი გურგენიძე შეცვლის. დედაქალაქის მერმა დღეს ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე წარადგინა ლაშა აბაშიძე, რომელიც 2013-2014 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გამგებელი გივი ჭიჭინაძე თებერვალში იმერეთის რეგიონის გუბერნატორად დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG