Accessibility links

ირანის უზენესი ლიდერი „ზურგში დანის ჩაცემისთვის“ აკრიტიკებს აშშ-ს


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფის წერილი, რომელშიც გამოთქმულია ვაშინგტონსა და თეირანს შორის ბირთვულ სფეროში ნებისმიერი შეთანხმების გაუქმების მუქარა. ირანის საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ხამენეიმ 12 მარტს თეირანში განაცხადა, ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა მიმდინარე მოლაპარაკებაში პროგრესს როგორც კი მიაღწევენ, აშშ-ის ოფიციალური პირები უფრო უხეშები და მკაცრები ხდებიანო. ირანის ლიდერებისთვის 9 მარტს გაგზავნილ, 47 სენატორის მიერ ხელმოწერილ ღია წერილზე მინიშნებით, ხამენეიმ განაცხადა, აშშ ცნობილია „მოტყუებით და ზურგში დანის ჩაცემითო“. წერილში სენატორები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პირობებში მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ის 2017 წელს თანამდებობას დატოვებს. მიმდინარე კვირაში შვეიცარიაში განახლდება მოლაპარაკება, ის მიზნად ისახავს ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ირანს საერთაშორისო სანქციებს შეუმსუბუქებს, თეირანის მიერ თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. დასავლეთი შიშობს, რომ ამ პროგრამის ქვეშ ირანი ატომურ იარაღზე მუშაობს. მოლაპარაკებებზე შეთანხმების ჩარჩოს მისაღწევ ვადად მიმდინარე თვის ბოლოა დაწესებული, საბოლოო შეთანხმება კი 30 ივნისამდე უნდა გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG