Accessibility links

ერაყის ძალები მიიწევენ თიქრითის სიღრმისკენ


ერაყის სამთავრობო ძალებმა პოზიციები გაიუმჯობესეს ქალაქ თიქრითში, რამდენიმე ფრონტზე და ექსტრემისტული ჯგუფი, „ისლამური სახელმწიფო“ აიძულეს უკან დაეხია, ქალაქის ცენტრისკენ. ერაყის ძალები და შიიტთა გასამხედროებული დაჯგუფებები თიქრითში 11 მარტს შევიდნენ, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. თავდაცვის მინისტრი, ხალედ ალ-ობეიდი აცხადებს, რომ, მისი ვარაუდით, უსაფრთხოების ძალები ქალაქის ცენტრს სამიდან ოთხ დღეში მიაღწევენ. ოფიციალური პირების ცნობით, მთავრობის ძალები თავს იკავებენ შეტევის სწრაფად განხორციელებისგან, რათა მსხვერპლი მაქსიმალურად შემცირდეს. როგორც იუწყებიან, ექსტრემისტები იყენებენ სნაიპერებს, დანაღმულ მანქანებს, მძიმე შეიარაღებას და ჭურვებს, რათა მოიგერიონ მთავრობის ძალების მიერ თიქრითის დაბრუნების მიზნით წარმოებული შეტევა. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თიქრითი 2014 წლის ივნისში დაიკავეს. ოპერაციის მონაწილე 30,000 სამხედროს და გასამხედროებულ პირს ირანი ეხმარება საბრძოლო მოქმედებების კოორდინაციაში.

XS
SM
MD
LG