Accessibility links

logo-print

თალიბანმა დახოცა 11 ავღანელი პოლიციელი


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, თალიბანის ექსტრემისტებმა ჩრდილოეთ კუნდუზის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის დროს დახოცეს სულ მცირე შვიდი პოლიციელი. შეტაკებას ემსხვერპლა თალიბანის ორი წევრიც. პარალელურად, პარვანის პროვინციის გუბერნატორი, მუჰამედ საიედ სედიყი აცხადებს, რომ ოთხი პოლიციელი მოკლეს ერთ-ერთი პოსტის დაცვის დროს. 2014 წელს ავღანეთში მეამბოხეებმა დახოცეს 5,000-ზე მეტი პოლიციელი, რამაც გაზარდა შეშფოთება ავღანეთის პოლიციის ქმედითუნარიანობის გარშემო.

XS
SM
MD
LG