Accessibility links

გარდაცვლილი იპოვეს ავღანელი დეპუტატი ქალი


ავღანეთში გარდაცვლილი ნახეს ქალი დეპუტატი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, შაჰლა ატა. ქაბულის პოლიციის კრიმინალური განყოფილების ხელმძღვანელმა, ფარიდ აფზალიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ატას გვამი დედაქალაქში, მის სახლში ნახეს, 12 მარტს. აფზალის არ უთქვამს არსებობს თუ არა საეჭვო გარემოებები, მან დეტალები არ გაამხილა და განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ატა ორმოცდაათიოდე წლის იყო, ის 2009 წელს იბრძოდა პრეზიდენტის პოსტისთვის. ატა დამოუკიდებელი დეპუტატი იყო პარლამენტში.

XS
SM
MD
LG