Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს კახა კუკავა


გავრცელებული ცნობებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ იუწყება, რომ ეს ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ კუკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა, როდესაც იქ მიიყვანეს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ლადო სადღობელაშვილი, ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი. კუკავასა და სადღობელაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

XS
SM
MD
LG