Accessibility links

მოსკოვმა ჩეხ დიპლომატს რუსეთში დარჩენა აუკრძალა


ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო მოსკოვში არ აკეთებს განმარტებას იმ ცნობაზე, რომ რუსეთის მხარემ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება აუკრძალა ჩეხეთის დიპლომატიური უწყების ერთ თანამშრომელს, ხოლო მეორე კი არ შეუშვა რუსეთში. მანამდე ჩეხეთის ხელისუფლებამ ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრა სამ რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულეს. ჩეხეთის მედია ვარაუდობს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი ჩეხეთის ხელისუფლების სწორედ ამ ქმედებაზე პასუხს წარმომადგენს.

XS
SM
MD
LG