Accessibility links

logo-print

10-მდე გაიზარდა ყაზანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ყაზანის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია სავაჭრო კომპლექს „ადმირალის“ მოიჯარე გუსეინ გახრამანოვი. დაღუპულთა რაოდენობის ათამდე გაზრდაზე იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს რეგიონულ სამმართველოზე დაყრდნობით. ერთი დაღუპული კაცის გვამი სავაჭრო ცენტრის მეოთხე გასასვლელში აღმოაჩინეს. მანამდე გავრცელდა ცნობა 5 დაღუპულის შესახებ. დაშავდა 55 ადამიანი. სხვადასხვა შეფასებით, დამწვარი შენობის ნანგრევებში შესაძლებელია იყოს 10-დან 25-მდე ადამიანის გვამი. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ვოლგისპირეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის იგორ პანშინის განცხადებით, ნანგრევებში ცოცხალი აღარავინ არის. ხანძარი სავაჭრო ცენტრში 11 მარტს, დღისით გაჩნდა და მისი ჩაქრობა მხოლოდ 8,5 საათის შემდეგ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG