Accessibility links

logo-print

"ნოვაია გაზეტა" მაისიდან აღარ დაიბეჭდება


მაისის სადღესასწაულო თარიღების შემდეგ „ნოვაია გაზეტა“ აღარ დაიბეჭდება. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა განაცხადა ტელეარხ „დოჟდის“ ეთერში. მურატოვმა აღნიშნა, რომ ამას ფინანსური მიზეზები აქვს. მთავარი რედაქტორის ნათქვამი დაადასტურა „ნოვაია გაზეტას“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნადეჟდა პრუსენკოვამ. მან დასძინა, რომ „ნოვაია გაზეტას“ საიტი მომავალშიც სრულფასოვნად იმუშავებს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მურატოვს „გაუჭირდა პასუხის გაცემა“ შეკითხვაზე - გააგრძელებს, თუ არა „ნოვაია გაზეტას“ საიტი მუშაობას. მთავარმა რედაქტორმა თავისი დაეჭვება იმით ახსნა, რომ საიტის შინაარსზე ისეთივე მუშაობაა საჭირო, როგორიც გაზეთისთვის. „ნოვაია გაზეტა“ 1993 წელს შეიქმნეს „კომსომოლსკაია პრავდიდან“ წასულმა ჟურნალისტებმა.

XS
SM
MD
LG