Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ეგვპიტეშია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეგვიპტეშია. ის მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური განვითარების კონფერენციაში და შეხვდება ეგვიპტის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჯონ კერის მოლაპარაკებები ეგვპიტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისისთან შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მოქმედებას, ვითარებას მეზობელ ლიბიაში და სირიაში მიმდინარე კონფლიქტს. ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში ჯონ კერი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი მონაწილეობას მიიღებენ ეგვიპტის ეკონომიკური განვითარების კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ჯონ კერის შეხვედრების თემა იქნება აგრეთვე ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები. 15 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შვეიცარიაში გაემგზავრება და იქ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს შეხვდება. შვეიცარიაში 15 მარტს დაგეგმილია ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ფორმატში 5+1. 16 მარტს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრიუსელში გამართავს შეხვედრას ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებთან და შემდეგ დაბრუნდება შვეიცარიაში.

XS
SM
MD
LG