Accessibility links

logo-print

უკრაინა საერთაშორისო დახმარების პირველ ტრანშს მიიღებს


უკრაინის ფინანსთა მინისტრ ნატალი იარესკოს განცხადებით, კიევი არაუგვიანეს 13 მარტისა ელოდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დახმარების ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანშის გამოყოფას - 5 მილიარდი დოლარის ოდენობით. 11 მარტს სსფ-მ უკრაინის დეფოლტის თავიდან ასაცილებლად დაამტკიცა 17,5 მილიარდ დოლარის სესხი. 12 მარტს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე იარესკომ განაცხადა, რომ პირველი ტრანშიდან ცენტრალური ბანკი მიიღებს 2,2 მილიარდ დოლარს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის. უკრაინული ჰრივნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორ მესამედზე მეტით გაუფასურდა. უკრაინის ფინანსთა მინისტრის თანახმად, პირველი ტრანშის მეორე ნაწილი - 2,8 მილიარდი დოლარი მთავრობას გადაეცემა. ნატალი იარესკომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის კიევი დაიწყებს სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციას. სახელმწიფო საკუთრებაში 3300 კომპანიაა. კიევი აპირებს თავის კრედიტორებთან ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას და იმედოვნებს, რომ საკითხის გადაჭრის გზებს ორ თვეში გამონახავს.

XS
SM
MD
LG