Accessibility links

logo-print

კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა


კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. პირველმა რეგისტრაციამ აჩვენა, რომ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა პარლამენტის 31 წევრი, მეორე რეგისტრაციისას ეს რაოდენობა 34-მდე გაზარდა, რეგლამენტით გათვალისწინებული მესამე, საბოლოო რეგისტრაციისას კი 38-მდე. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად მას მინიმუმ 76 დეპუტატი უნდა დასწრებოდა. რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა აცნობა, რომ პარლამენტში მომავალ კვირაში, პლენარულ სხდომაზე შეიკრიბებიან. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უმცირესობის მიმართვის შემდეგ მოიწვია პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი განკარგულებით, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო ერთადერთი საკითხი, „ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.“

XS
SM
MD
LG