Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: პუტინი შესანიშნავად გრძნობს თავს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ პუტინი შესანიშნავად გრძნობს თავს. პესკოვის ეს განცხადება ჯერჯერობით ყველაზე მტკიცე უარყოფაა ბოლო დროს გავრცელებული ხმების, რომელთა მიხედვით, 62 წლის პუტინი მძიმედ არის ავად. პესკოვის თქმით, ეს უბრალო ჭორია. ვლადიმირ პუტინი 5 მარტის მერე საჯაროდ არ გამოჩენილა, თუმცა დღეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, დღევანდელი კადრები, სადაც პუტინი შეხვედრაზე იმყოფება კრემლში. დღეს ასევე გამოქვეყნდა ცნობა, რომ 16 მარტს პუტინი შეხვდება ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ათამბაევს მას შემდეგ, რაც 12 მარტს დაგეგმილი შეხვედრა ერთი დღით ადრე, 11 მარტს გადაიდო. პუტინის პრესმდივნის ინფორმაციით, პრეზიდენტები ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში შეხვდებიან და განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებსა და ყირგიზეთის შესაძლო გაწევრიანებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში.

XS
SM
MD
LG