Accessibility links

ვერშბოუ: „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“. ამის შესახებ ნათქვამია ვერშბოუს წერილში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძისადმი. წერილში გამოთქმულია რწმენა, რომ ნატო და საქართველო შეძლებენ 2015 წლისთვის დასახული პრიორიტეტების შესრულებას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში ვერშბოუმ შეაფასა საქართველოში თავისი იანვრის ვიზიტი და ყურადღება გაამახვილა ვაზიანის სამხედრო ბაზის შესაძლებლობებზე. ვერშბოუს შეფასებით, ვაზიანი ძლიერი კანდიდატია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის განსათავსებლად. ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისი უახლოეს მომავალში მიიღებს ნატოს ექსპერტებთან ერთად.​

XS
SM
MD
LG