Accessibility links

logo-print

აშშ-ს კოსმოსური თავდაცვის შტაბის უფროსი შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო


ჩრდილოეთ ამერიკის კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბის (NORAD) უფროსმა, ადმირალმა უილიამ გორტნიმ, შეშფოთება გამოთქვა რუსეთის გახშირებული სამხედრო მოქმედებების გამო. მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და კანადის უსაფრთხოებას. ამის შესახებ ადმირალმა გორტნიმ 12 მარტს წერილობით აცნობა სენატის შეიარაღების სამსახურის კომიტეტს. ის წერს, რომ რუსეთის მიერ გრძელი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების განვითარების შედეგად - რომლებიც დაშვებულია ჩვეულებრივი შეირაღებული ძალების შესახებ შეთანხმებით - მოსკოვი აღჭურვილი იქნება ბირთვულ იარაღთან მიახლოებული შემაკავებელი საშუალებით. ადმირალ გორტნის თქმით, ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის კანადისა და აშშ-ის თავდაცვისუნარიანობას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა ამ ქვეყნებს თავისი ფრთოსანი რაკეტები დაუშინა.

XS
SM
MD
LG