Accessibility links

logo-print

ყაზანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა


12 მარტს რუსეთის ფედერაციაში შემავალი თათარსტანის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო და რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. საგანგებო ვითარებათა მინისტრმა თქვა, რომ მაშველები განაგრძობენ ნანგრევებქვეშ მოყოლილი ხალხის ძებნას. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 20 ადამიანია უგზოუკვლოდ დაკარგული. ხანძრის შედეგად დაშავდა სულ ცოტა 55 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი და მაშველი. სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი ნახევრად ჩამოინგრა. რუსეთში ტაჯიკეთის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხუთივე დაღუპული ტაჯიკეთის მოქალაქეა. ხანძარი სავაჭრო ცენტრში 11 მარტს, დღისით გაჩნდა და მისი ჩაქრობა მხოლოდ 8,5 საათის შემდეგ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG