Accessibility links

logo-print

რუსეთი ხელს მოაწერს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 მარტს აპირებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობასთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. პუტინის პრესმდივნის ცნობით, იგი მალე შეხვდება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს, რათა მათ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთმანეთთან შეათანხმონ სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გზები. საქართველოს მთავრობამ მკაცრად დაგმო რუსეთის ეს გეგმა, მათ შორის შარშან ამავე შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან.

XS
SM
MD
LG