Accessibility links

logo-print

ასანჟი თანახმაა, შვედეთის პროკურატურამ ლონდონში დაკითხოს


„ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატი, პერ სამუელსონი, ამბობს, რომ მისი კლიენტი სიამოვნებით დათანხმდება შვედეთის პროკურორების წინადადებას, ლონდონში დაკითხონ გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით. სამუელსონმა „ფრანს პრესის“ სააგენტოს უთხრა, რომ ასანჟი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ეს საქმე თითქმის ხუთი წელია გრძელდება. ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი მას შემდეგ, რაც მას შვედეთიდან ექსტრადირების საფრთხე დაემუქრა. აქამდე შვედეთის ოფიციალური პირები უარს ამბობდნენ დაკითხვისთვის ლონდონში წასვლაზე. თავად ასანჟს კი, შვედეთში დაბრუნებას იმიტომ არიდებს თავს, რომ შიშობს, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ იგი აშშ-ს არ გადასცეს საიდუმლო მასალების გამოქვეყნებისთვის. გაუპატიურებასთან დაკავშირებით, ასანჟისთვის წაყენებულ ზოგიერთ ბრალდებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის ხანდაზმულობის ვადა ამოეწურება.

XS
SM
MD
LG