Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი შეხვდა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ეგვიპტეში, სადაც შეხვდა ეგვიპტის, იორდანიისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერებს ინვესტიციების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე. ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდელ ფატა ალ-სისის პრესმდივნის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი გარემოს შექმნის გზები. 15 მარტს კერი შვეიცარიაში შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს, რომელთანაც ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გამართავს მოლაპარაკებებს. ამ შეხვედრას ევროკავშირი უწევს კოორდინაციას.

XS
SM
MD
LG