Accessibility links

რუსეთის ტელევიზია აჩვენებს პუტინის მიერ გამართული შეხვედრის კადრებს


რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, რომლებიც, კრემლის განცხადებით, ასახავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 13 მარტს გამართულ შეხვედრას. როსია-24-მა აჩვენა კადრები, როგორ ხვდებიან ერთმანეთს პუტინი და რუსეთის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ლებედევი. 62 წლის პუტინი 5 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა საჯაროდ, მან ასევე გადადო ვიზიტი ყაზახეთში, რომელიც 12-13 მარტისთვის იყო დანიშნული. ამან გააძლიერა მითქმა-მოთქმა, რომ პუტინი ავად არის. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რამდენჯერმე უარყო პრეზიდენტის ავადმყოფობის ამბავი. მან სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" უთხრა, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ნამდვილად სამაგალითოაო“.

XS
SM
MD
LG