Accessibility links

logo-print

ევროკავშირის პარლამენტის წევრებს სურთ ნემცოვის მკვლელობის საერთაშორისო გამოძიება


ევროკავშირის პარლამენტის წევრები გამოდიან მოწოდებით, დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გარშემო. 12 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ევროკავშირის დეპუტატები ნემცოვის მკვლელობას უწოდებენ „რუსეთის ახალ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მკვლელობას“ და გამოდიან გაფრთხილებით, რომ კრემლის პროპაგანდა რუსეთს აქცევს „რეპრესიების, სიძულვილის ენის და შიშის“ სახელმწიფოდ. „ასოშიეიტედ პრესის“ თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რეზოლუციას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და მიანიშნა, რომ რუსეთში წარმოებული გამოძიება საკმარისია. რეზოლუციის ფონია გამომძიებლების მიერ კრემლთან მოქმედი ადამიანის უფლებების საბჭოს წევრის, ანდრეი ბაბუშკინის დაკითხვა, მას შემდეგ, რაც მან მოინახულა ნემცოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები, ზაურ დადაევი და კიდევ ორი ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG