Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: არ არის ნათელი, მოხერხდება თუ არა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩარჩო შეთანხმების დროულად მიღწევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით, არ არის ნათელი, მოხერხდება თუ არა მიმდინარე თვის ბოლომდე ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩარჩო შეთანხმების მიღწევა. ეს განცხადება კერიმ გააკეთა შაბათს, ეგვიპტეში გამართულ პრესკონფერენციაზე. კომენტარი წინ უსწრებს ირანთან მოლაპარაკების ახალ რაუნდს, რომელიც 15 მარტს განახლდება შვეიცარიაში. „ვერ გეტყვით, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას“, თქვა კერიმ. აშშ-მა და ხუთმა სხვა სახელმწიფომ მარტის ბოლომდე დააწესეს ვადა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ჩარჩო შეთანხმების მიღწევისთვის. მრავალი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობს. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ისახავს.

XS
SM
MD
LG