Accessibility links

logo-print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 33:0 დაამარცხა რუსეთის გუნდი


ევროპის ერთა თასის გათამაშების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა თბილისში დაამარცხა რუსეთის ნაკრები - 33:0. შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ქართველ მორაგბეთა გუნდი სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს. ბოლო ტურში, 21 მარტს ისინი სტუმრად ხვდებიან რუმინეთის ნაკრებს. ამ მატჩში გაირკვევა ევროპის ერთა თასის 2015 წლის გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა.

XS
SM
MD
LG