Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ექიმებმა მოსკოვის ციხეში მოინახულეს ნადეჟდა სავჩენკო


უკრაინელმა ექიმებმა შაბათს მოინახულეს უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც მოსკოვის წინასწარი დაკავების საპატიმროში იმყოფება. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ექიმები კმაყოფილი არიან სამედიცინო ზომებით, რომლებსაც სავჩენკოს სარეაბილიტაციოდ ატარებენ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ. მათ გასინჯეს პაციენტი და რეკომენდაციები გამოუწერეს. უკრაინელი გასტროენტეროლოგის თქმით, საპატიმროში საკმარისი რაოდენობით მოიპოვება მედიკამენტები და სამედიცინო მოწყობილობები, რაც უკრაინის მოქალაქის სამკურნალოდ არის საჭირო. ოთხშაბათს ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც 80 დღის განმავლობაში შიმშილობდა, განაცხადა, რომ განაახლებს საპროტესტო აქციას, თუკი კვირის ბოლომდე არ დაუშვებენ მასთან ექიმებს. უკრაინის სამხედრო მოსამსახურეს ბრალად ედება დონბასში რუსეთის ორი ჟურნალისტის სიკვდილთან კავშირი. იგი უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG