Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: უახლოეს დღეებში შესაძლოა მოხერხდეს ირანთან ჩარჩო შეთანხმების მიღწევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრის წინ თქვა, რომ მომავალ დღეებში შესაძლებელია ირანთან ჩარჩო შეთანხმების მიღწევა, თუკი თეირანი ცხადყოფს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. კერი მიემგზავრება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, სადაც კვირას იმართება მოლაპარაკებები თეირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის. პოლიტიკური შეთანხმება მარტის ბოლომდე უნდა იქნეს მიღწეული. ამის შემდეგ, ივნისის ბოლომდე შეეცდებიან მიაღწიონ მუდმივ შეთანხმებას. კერის თქმით, წინსვლა შეინიშნება შეთანხმების მისაღწევად, რომლის მიზანია ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების შესუსტება თეირანის მხრიდან დამაჯერებელი დაპირების საპასუხოდ, რომ ის არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას.

XS
SM
MD
LG