Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ორ ეკლესიაში მოწყობილ აფეთქებებს 14 ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქ ლაჰორში კვირას თვითმკვლელებმა აფეთქებები მოაწყვეს ორ ტაძარში, როცა შიგნით მლოცველები იკრიბებოდნენ. აფეთქებებს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროვინციის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ზაჰიდ ფერვეზის თქმით, სულ მცირე, 70 დაიჭრა. თავდასხმების შემდეგ განრისხებულმა ბრბომ დაწვა თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი ერთი პირი და მეორის ლინჩის წესით გასამართლებაც სცადა. თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანმა.

XS
SM
MD
LG