Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და პეტრო პოროშენკოს შორის


წუხელ სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის. მათ უკრაინის კრიზისის შესახებ იმსჯელეს და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს მოუწოდეს, დაიცვან მინსკის შეთანხმებები. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პოროშენკომ განცხადება გააკეთა მოსკოვში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლების აუცილებლობის შესახებ. მხარეებმა ისაუბრეს ასევე უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან დახმარებაზე - როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG