Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის მიაჩნია, რომ სირიაში სამოქალაქო ომის შესაწყვეტად აშშ-ს მოუწევს ასადთან მოლაპარაკებების წარმოება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, მიაჩნია, რომ სირიაში სამოქალაქო ომის შესაწყვეტად აშშ-ს მოუწევს მოლაპარაკებები აწარმოოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში კერიმ აღარ გაიმეორა აშშ-ის ადმინისტრაციის სტანდარტული პოზიცია, რომ ასადმა დაკარგა ლეგიტიმაცია და უნდა გადადგეს. „ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოგვიწევს“, თქვა კერიმ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG