Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოცხადდება ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ლევან ჩაჩუას განაჩენი


ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ წინა პროცესზე რეპლიკა თქვა, ხოლო ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ - საბოლოო სიტყვა. მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები აქვთ, კერძოდ, დაცვის მხარე ელოდება, რომ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება. როგორც ჩაჩუას ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე და არანაირი მტკიცებულება, რომელიც ჩაჩუას რაიმე დანაშაულზე მიუთითებს. ადვოკატი სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG