უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს დღეს ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" მოუსმენენ. ფრაქციის სხდომა 17:00 საათზე, პარლამენტშია დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართულ ოცნებაში", რომელიც ყველაზე დიდია უმრავლესობის ფარგლებში, ერთსულოვანი განწყობა არ არსებობს და ფრაქცია ერთიან პოზიციაზე არ დგას. უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მომავალ კვირას - 18-20 მარტის სესიის ფარგლებში აპირებს.
დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“
ყველაზე პოპულარული
1