Accessibility links

ავსტრალიის პოლიცია ქვეყნის აეროპორტებს ამოწმებს


ავსტრალიის პოლიცია ქვეყნის აეროპორტებში ყოველდღიურად ამოწმებს 400-მდე ადამიანს. შემოწმების მიზანია პოტენციური ჯიჰადისტების ქვეყნიდან გაღწევის აღკვეთა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციის ახალი ანტიტერორისტული დანაყოფის თანამშრომლებმა აგვისტოდან თებერვლის ჩათვლით ქვეყნის რვა აეროპორტში 76 ათასამდე ადამიანი შეამოწმეს. პოლიციელები, მათი აზრით, ყველაზე საეჭვო მგზავრებს ამოწმებენ. ავსტრალიის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ ავსტრალიის 90-მდე მოქალაქე იბრძვის ახლო აღმოსავლეთში მებრძოლი ისლამისტების მხარეს. ავსტრალიის მიგრაციის მინისტრის განცხადებით, აგვისტოდან მოყოლებული მათ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას.

XS
SM
MD
LG